ღოუბნის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ნანა ლონდარაშვილმა, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თემატური პოსტერი შექმნა
25-03-2024
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ღოუბნის საჯარო სკოლაში ნიჭიერი, შემოქმედებითი, აქტიური მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სხვადასხვა ღონისძიებასა თუ პროექტში ერთვებიან. 

ამჯერად, მე-9 კლასის მოსწავლე ნანა ლონდარაშვილმა, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თემატური პოსტერი მოამზადა. მან ინფორმაცია მოიძია, დაახარისხა და საინტერესო ნამუშევარი შექმნა. 

მოსწავლემ საკითხზე ამომწურავად ისაუბრა, ცოდნა გაიღრმავა და დრო ნაყოფიერად გაატარა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203