გუმათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშრიებით, მინი-ლექცია ჩაუტარდათ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა. ბიოლოგიის მასწავლებელმა ნონა ნიჟარაძემ მოსწავლეებს, მინი-ლექცია ჩაუტარა და მათთან ერთან სინდრომის შესახებ არსებული მითები დაამსხვრია.
მოსწავლეებმა სიმბოლურად წინდის ფორმის ფურცლები გამოჭრეს და მოხატეს. გარდა ამისა, საინტერესოდ ისაუბრეს, ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„მოსწავლეებმა გაიაზრეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ, რომელსაც იწვევს პირველი მეიოზური გაყოფის ანაფაზაში 21-ე ქრომოსომის განუშორებლობა“,- აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები: