ქუთაისის N12 სკოლის მე-6 კლასელთა მხიარული გაკვეთილი და საინტერესო კომპლექსური დავალება
25-03-2024

ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. შემოქმედებითი დავალებები მოსწავლეთა დიდ ინტერესს იწვევს და ბავშვების მაღალი მოტივაციით გამოირჩევა. 

მათ შორის აღსანიშნავია მე-6 კლასის მოსწავლეთა მხიარული გაკვეთილი და საინტერესო კომპლექსური დავალება თემაზე - „ყველა ორგანოს მუშაობა მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის“. 

მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში, შექმნეს სხვადასხვა ორგანოს მოდელი და ადამიანის ორგანიზმი „ააგეს“. 

დავალებაზე მუშაობა მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. მათ დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვეს თავი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203