ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის გზებზე იმსჯელეს
25-03-2024

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული. 

მათ შორის, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, სკოლა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მსოფლიო კამპანიას შეუერთდა. კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებსა და პრევენციის გზებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოსწავლეებს სამართლის ასოცირებული პროფესორი თამარ კერძაია ესაუბრა. სტუმარმა აღნიშნა, რომ  ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა, როგორც ადამიანის უფლებების უხეში, დაფარული და ამავდროულად, ყველაზე გავრცელებული დარღვევა, მსოფლიოსთვის ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს. ისაუბრა ძალადობის ფორმებზე და პრევენციის გზებზე. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა. დაიგეგმა სამომავლო შეხვედრა და თანამშრომლობა.

აქტივობები სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203