სენაკის N1 საჯარო სკოლაში ტყის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა
25-03-2024

გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ და ბავშვებს გარემოს დაცვისა და მოფრთხილებისკენ მოუწოდებენ. 

შესაბამისად სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა ტყის საერთაშორისო დღე. 

სკოლის მე-5 და მე-5 კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებელი - ელენე წურწუმია) ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით, ტყის მნიშვნელობაზე საინტერესო ღონისძიება და აქტივობა მოაწყვეს.

21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1971 წელს აღიარა. გარემოსდაცვითი დღესასწაული ყოველწლიურად აღინიშნება და მისი მიზანი ტყის მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203