
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში, სადაც წარმატებას აღწევენ.
ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს ეკონომიკის ოლიმპიადაზე.
ეკონომიკის ოლიმპიადის სკოლის რაუნდი, ზერტის საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
პირველი რაუნდის შედეგებით მოსწავლეებმა სერტიფიკატები და Skillwill-ის კურსების 20%-იანი ფასდაკლების ბარათები მოიპოვეს.
მოსწავლეები ოლიმპიადაში პედაგოგ მარიამ ზაუტაშვილის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ, რომელიც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური უნარების განვითარებაზე ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: