
ადიგენის მუნიციპალიტეტის, გომაროს საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს მასშტაბური ღონისძიება მიეძღვნა.
მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს საინტერესო პრეზენტაცია შესთავაზეს, შემდეგ კი მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრებით გაალამაზეს ღონისძიება.
ბავშვებმა მოირგეს ფერადი წინდები იმის საჩვენებლად, რომ დაუნის სინდრომი დაავადება არ არის!
ღონისძიება ნათია არსენაშვილის, ჟუჟუნა კახაძის ხელმძღვანელობითა და სკოლის ადმინისტრაციის ხელშეწყობით ჩატარდა და მასში ჩართულები იყვნენ I-VI კლასების მოსწავლეები. პლაკატების ავტორი კი სოსო მერაბიშვილი გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ გომაროს საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას - ბავშვებმა იციან, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და ქრომოსომების რაოდენობა ბარიერი ვერ იქნება მეგობრებს შორის.