ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რეგიონულ ინტელექტუალურ შეჯიბრში გამარჯვება მოიპოვეს
25-03-2024
 

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში, სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს - მოსწავლეები ჩართულები არიან საგაკვეთილო პროცესში, იღებენ საფუძვლიან განათლებასა და სხვადასხვა ინტელექტუალურ კონკურსშიც დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.

ახლახან, ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა „ნიკემ“ იმერეთში ჩატარებულ ინტელექტუალურ კონკურსში წარმატებით იასპარეზა და გამარჯვებაც მოიპოვა.

„ჩვენი სკოლის მე-6 „ა“ კლასის მოსწავლეების მიერ შექმნილი გუნდი „ნიკე“ „ინტელექტიადას“ იმერეთის ჩემპიონატში მონაწილეობდა“, სიამაყით აცხადებენ სკოლაში და იმ მოსწავლეების ვინაობას გვიმხელენ, რომლებმაც საუკეთესოდ წარმოაჩინეს მშობლიური სკოლა.

გაიცანით „ნიკეს“ შემადგენლობა:

ბარბარე დათიაშვილი,

ელენე კოღუაშვილი,

ელენე ხურციძე,

ანასტასია დიაკონიძე,

მათე თევდორაძე,

დათო კვერღელიძე.

ჩემპიონატის მიზანი მიზანი გახლავთ: ინტელექტუალური თამაშების პოპულარიზაცია, ზოგადი განათლების მიღების სტიმულირება, გუნდში მუშაობის უნარების გამომუშავება, სხარტი და ანალიტიკური აზროვნების უნარების განვითარება, რისკების ანალიზისა და გამბედაობის უნარების განვითარება, საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის აღების უნარების განვითარება.

„ჩვენი სკოლის გუნდმა „ნიკემ“ „ინტელექტიადას“ იმერეთის ჩემპიონატში, V-VI კლასების კატეგორიაში, სადაც იმერეთის მაშტაბით 32 გუნდი მონაწილეობდა, პირველი ადგილი ერთპიროვნულად მოიპოვა.

ვულოცავთ მე-40 საჯარო სკოლას ამ დიდი გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203