„წარსულის პატივისცემით მომავლისაკენ“- ჭრებალოს საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარმა - ნაზიკო ჯინჭარაძემ მოსწავლეებს საინტერესო აქტივობა შესთავაზა
25-03-2024
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს.
ამჯერად, სასკოლო პროექტის ფარგლებში - „წარსულის პატივისცემით მომავლისაკენ“ სკოლის ბიბლიოთეკარმა ნაზიკო ჯინჭარაძემ მოსწავლეებს საინტერესო აქტივობა შესთავაზა. მისი მიზანი საქართველოს ისტორიისა და კულტურის მცოდნე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პატრიოტი მოქალაქის აღზრდაა.
აქტივობის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და მრავალფეროვანი წარმოდგენა გამართეს.
„დიდი მადლობა ქალბატონ ნაზიკოს და ჩვენს მოსწავლეებს, ამ ლამაზი და მნიშვნელოვანი დღისათვის“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს