„ცოდნა, როგორც გამოსავალი“ - ჭრებალოს საჯარო სკოლაში პირველადი დახმარების შესახებ საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა
25-03-2024

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს საჯარო სკოლაში პირველადი გადაუდებელი დახმარების შესახებ მოსწავლეთა ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო პრეზენტაცია ჩატარდა. 

სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა პრეზენტაცია პროექტის - „ცოდნა, როგორც გამოსავალი“ ფარგლებში მოამზადეს და სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს. 

პრეზენტაცია მეტად შემეცნებითი და ინფორმაციული აღმოჩდა და მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული პროექტის მიზანია საგანგებო სიტუაციების მართვისა და პირველადი დახმარების შესახებ სასკოლო საზოგადოებასა და თემში ცნობიერების ამაღლება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203