წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლე მარიამ შვანგირაძემ ბახის სახელობის ეროვნულ კონკურსზე I ადგილი დაიკავა და ლაურეატის წოდება მიენიჭა
28-03-2024

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის წარმატებულ მოსწავლეთა შორისაა მარიამ შვანგირაძე

მარიამი VII კლასის მოსწავლეა, რომელიც წყალტუბოს სამუსიკო სკოლაში ჩატარებულ ი.ს.ბახის სახელობის მე-VII ეროვნულ კონკურსში მონაწილეობდა, მან თავისი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინა და I ადგილისა და ლაურეატის მფლობელი გახდა. 

აღსანიშნავია, რომ ქართველმა მუსიკოსმა დუდანა მაზმანიშვილმა მასტერკლასი სწორედ მარიამთან ერთად წარმართა, რაც მოსწავლისთვის დაუვიწყარ ემოციებთან იყო დაკავშირებული. 

სკოლაში ამაყობენ მარიამის წარმატებით და მას წინსვლას უსურვებენ. განსაკუთრებით, ბედნიერი კი მარიამის დამრიგებელია ფიქრია გიორხელიძეა. 

„როგორც კლასის ხელმძღვანელი ვარ ამაყი, რომ მარიამი მუსიკალურ სკოლაშიც ისეთივე წარმატებულია, როგორც სკოლაში. ვულოცავ, ნიჭიერ გოგონას და მის პედაგოგს ამ მიღწევას და ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს!“ - აღნიშნავს პედაგოგი ფიქრია გიორხელიძე.  

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203