წყალტუბოს N1 სკოლის III კლასის მოსწავლეებმა პოეზიის მსოფლიო დღე საბავშვო ბიბლიოთეკაში სტუმრობით აღნიშნეს
26-03-2024

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა ცოდნის, ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურება. მოსწავლეები აქტიურად აღნიშნავენ სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღსა და მოვლენას. 

სკოლის III კლასის მოსწავლეებმა პოეზიის მსოფლიო დღე საბავშვო ბიბლიოთეკაში (კოორდინატორი ქალბატონი დარეჯან ფაილოძე) სტუმრობით აღნიშნეს.

ბავშვებმა წაიკითხეს ხალხური და ქართველ მწერალთა ლექსები, ერთმანეთს გამოცანების თქმაში გაეჯიბრნენ, შეასრულეს საბავშვო კლასიკური პიესები ფორტეპიანოზე, დაათვალიერეს ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი, მოისმინეს თანამშრომლის - მადონა შალამბერიძის ლექცია საბიბლიოთეკო მუშაობის თავისებურებაზე, გაწევრიანდნენ და აირჩიეს წასაკითხი წიგნები, ააწყვეს სახალისო ფაზლები.

„ეს დღე ხალისიანი, საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მათთვის. ქალბატონებმა ფიქრია ჩაკვეტაძემ და ნათია სვანაძემ უპასუხეს დასმულ კითხვებს. უღრმესი მადლობა საბავშვო ბიბლიოთეკის ყურადღებიან კოლექტივს გულთბილი მიღებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს პოეზიისა და ლიტერატურის სიყვარულს ბავშვობიდანვე უნერგავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203