წყალტუბოს N1 სკოლის მე-5 კლასელები დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო ღონისძიებას საინტერესო აქტივობებით შეუერთდნენ
27-03-2024

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნას დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა.

ამ დღეს, მე-5კლასში, რომლის დამრიგებელი თ. თუთბერიძე გახლავთ, კლასის საათი მიეძღვნა. 

დამრიგებელმა კლასში, საინტერესო ინფორმაციები გააჟღერა დაუნის სინდრომის შესახებ, თუ საიდან მოდის მისი სახელწოდება და რა მახასიათებლები აქვს ამ სინდრომს.

ბავშვებმა ეს ინფორმაციები დიდი ინტერესით, ყურადღებით მოისმინეს და დასვეს კითხვები, დააფიქსირეს თავიანთი აზრი და დამოკიდებულება.

ეს დღე საინტერესო, შემეცნებითი და ინფორმაციული იყო.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203