წყალტუბოს N1 სკოლის IV კლასში, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, აქტივობები მოეწყო
27-03-2024

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიებით აღინიშნა.

დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას IVა კლასიც შეუერთდა. 

კლასში ჩატარდა კლასის საათი თემაზე - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“.

მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ გავრცელებული მითები დაამსხვრიეს, ჭრელი წინდების კაპანიაში ჩაერთნენ და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ სოლიდარობა გამოხატეს. 

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203