
1971 წელს, გაეროს ინიციატივით, 21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ არის აღიარებული და ამ დღის ძირითადი ამოცანა პლანეტის მოსახლეობის სატყეო ეკოსისტემების მნიშვნელობის შესახებ გაცნობიერების ამაღლებაა.
21 მარტს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ტყის დასაცავად სხვადასხვა აქცია და ღონისძიება ტარდება, რომლებსაც საქართველოც უერთდება.
აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვის საკითხს საჯარო სკოლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და ფრიდონ თურმანიძის სახელობის, ქედის მუნიციპალიტეტის, მერისის საჯარო სკოლა ამ მიმართულებით უდავოდ სამაგილითოა.
ადგილობრივი მოსწავლეები ტყის დაცვის საერთაშორისო დღეს, ყოველთვის მრავალფეროვანი აქტივობებით უერთდებიან.
ამჯერად მოსწავლეებმა გამსწვების აქციაში მიიღეს მონაწილეობა, დარგეს ნერგები და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს საინტერესო თემატური პრეზენტაციაც წარუდგინეს - ეს გახლდათ კიდევ ერთი, მკაფიო გზავნილი, რომ დედაბუნებას ზრუნვა და გაფრთხილება სჭირდება.
იხილეთ ფოტოები: