წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის VII კლასში, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, კლასის საათი მიეძღვნა
26-03-2024
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის შესაბამისი აქტივობებით აღინიშება. 

გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ყოფილა. თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება განხორციელდა. 

აღნიშნულ თარიღს VII კლასშიც შეუერთდნენ, სადაც ცნობიერების ამაღლების მიზნით, კლასის საათი ჩატარდა. მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს, ნამუშევრები შექმნეს, ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა გაიღრმავეს.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203