დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას წყალტუბოს N1 სკოლის მე-3 კლასელები შემეცნებითი აქტივობებით შეუერთდნენ
26-03-2024
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე არაერთი შემეცნებითი აქტივობით აღინიშნა. 

მათ შორის, ნანული სილაგაძის სადამრიგებლო მე-3 კლასში კლასის საათი - „მეგობრები ქრომოსომას არ ითვლიან“, ჩატარდა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ. მათ ამ დღისა და ზოგადად, დაუნის სინდრომის შესახებ ისუბრეს. 

გარდა ამისა, საკუთარი აზრი დააფიქსირეს და თემატური ნამუშევრები შექმნეს. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს. აღსანიშნავია, რომ მათ განვითარებაზე პედაგოგი ნანული სილაგაძე ყოველდღიურად ზრუნავს.

„ბავშვებმა სოლიდარობა გამოუცხადეს დაუნის სინდრომის მატარებელ თანატოლებს“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტობი:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203