„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ - წყალტუბოს N1 სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს კლასის საათი მიეძღვნა 
26-03-2024

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

მე-6 კლასში ჩატარდა კლასის საათი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით.

კლასის საათს უძღვებოდნენ პედაგოგები ა.ტორაძე, მ.ჟორჟოლიანი, ე.ქობულია, თ.ცინცაძე.

მოსწავლე-მასწავლებლები სლოგანის „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ გარშემო გაერთიანდნენ და სინდრომის შესახებ არსებული მითები დაამსხვრიეს. 

კლასის საათს ესწრებოდა ბიოლოგიის მასწავლებელი, სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე დალი სილაგაძე და კლასის ხელმძღვანელი თ.ჭოლაძე. 

კლასის საათი გამოირჩეოდა მოსწავლეთა ჩართულობით, დაისვა კითხვები, იყო დიდი ინტერესი. 

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203