
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კამპანიას შეუერთდა.
ამ დღეს მიეძღვნა VIბ კლასში, კლასის საათი სახელწოდებით - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!“ და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები და ნახატები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ამ დღის არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს და თავიანთი მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარეს.
მოსწავლეთა კლასის ხელმძღვანელი ნატო ჯოხაძე გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: