
ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ეწერის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მოსწავლეები, პროფესიონალი პედაგოგების დახმარებით, იღებენ საფუძვლიან განათლებას, იძენენ საჭირო უნარ-ჩვევებს, მრავალმხრივ ვითარდებიან და სხვადასხვა კონკურსშიც წარმატებით მონაწილეობენ.
ამის დასტურია ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობა ლიტერატურულ კონკურსში „თანამედროვე გალაკტიონი“.
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, მარიამ ბრეგვაძის ხელმძღვანელობით, ეწერის სკოლის მოსწავლეებმა: ანანო ორდენიძემ, ნინო სარალიძემ და ნინო აბესაძემ, კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. მათ აქტიური მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ კონკურსში სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ღონისძიება კი ვანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭყვიშში, გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში ჩატარდა.