ტყიბულის N6 სკოლის მოსწავლეებმა - ოთო სანიკიანმა და ალექსი მაჭავარიანმა კუნგ-ფუში, ევრაზიის პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს
25-03-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტული ცხოვრება წახალისებულია, რაც მოსწავლეთა ინტერესებსა და სპორტულ ღონისძიებებში ჩართულობაზე აისახება. 

მოსწავლეები აქტიურად მისდევენ სპორტს და წარმატებაც სახეზეა. 

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა - ოთო სანიკიანმა და ალექსი მაჭავარიანმა (მწვრთნელი ოლეგ - ფანჩულიძე, დამრიგებელი - მირანდა სოფრომაძე) წარმატებით იასპარეზეს თბილისში გამართულ „ევრაზიის პირველობაზე კუნგ-ფუში“.

შეჯიბრებაზე ოთო სანიკიანმა 1-ელი ადგილი დაიკავა, ხოლო ალექსი მაჭავარიანი მე-2 ადგილი მოიპოვა.

ისინი პირველობაზე მიღწეული წარმატებისთვის შესაბამისი ხარისხის მედლითა და დიპლომით დაჯილდოვდნენ.

„ვულოცავთ სკოლის სახელით ოთოს და ალექსის ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203