წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კამპანიას შეუერთდნენ
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე, მათი ცნობიერების ამაღლებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნავენ. ამ მიზნით კი, სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა. ამჯერად, მე-4
ბ კლასის მოსწავლეები და კლასის ხელმძღვანელი - ა. ნაფეტვარიძე დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს შეუერთდნენ.
მათ ერთხმად გააჟღერეს, რომ ქრომოსომებს არ ითვლიან. გარდა ამისა ამ დღისა და ზოგადად, დაუნის სინდრომის შესახებ ისაუბრეს. მოსწავლეებმა აზრი მკაფიოდ დააფიქსირეს და ამ დღის სიმბოლო ფერადი წინდები მოირგეს.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
იხილეთ ფოტოები: