ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუნიციპალურ თამაშებში წარმატებით იასპარეზეს
25-03-2024
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მოტივირებული, აქტიური და ნიჭიერი მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებაში ერთვებიან.

ამჯერად, ისინი „საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“ ფარგლებში, სპორტის სხვადასხვა სახეობაში, ტყიბულის მუნიციპალურ თამაშებში მონაწილეობდნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს და დიდ წარმატებას მიაღწიეს.

მოსწავლეებმა პირველი ადგილი შემდეგ სახეობებში დაიკავეს: ფრენბურთში (გოგონები), კალათბურთში (ვაჟები), ხელბურთში (გოგონები/ვაჟები). მესამე ადგილი კი გეზრბენში (გოგონები) დაიმსახურეს. პირველ ადგილზე გასულ მოსწავლეებს ფორმები საჩუქრად გადაეცათ.

გუნდებს სკოლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგი, მირზა სოფრომაძე ხელმძღვანელობდა.

„ვულოცავთ, სკოლის სახელით, ჩვენს მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203