
თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში, სადაც წარმატებას აღწევენ.
22 მარტს წყლის საერთაშორისო დღეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებულ კონკურსში - „წყალი მდგრადი განვითარებისა და სიმშვიდის საწინდარი“ სკოლის მე-11² კლასის მოსწავლე სალომე ჩიჩუა მონაწილეობდა. მოსწავლემ კონკურსზე საინტერესო ფოტონამუშევარი წარადგინა და მოიპოვა მესამე ადგილი.
მას გადაეცა სხვადასხვა პრიზი.
სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„მადლობას ვუხდით სტუ-ს ასეთი კონკურსის ორგანიზებისთვის და ვულოცავთ სალომეს ამ წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: