„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ - წყალტუბოს N1 სკოლის მე-2 კლასელთა შემეცნებითი კლასის საათი
25-03-2024
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი აქტივობა ეწყობა.
ამჯერად, პედაგოგ იამზე წულუკიძის სადამრიგებლო მე-2ა კლასში თემაზე - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ კლასის საათი, რომელიც დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს მიეძღვნა.
მისი მიზანი მოსწავლეებში ამ დღის შესახებ ცნობადობის ამაღლება და იმის გააზრება იყო, რამდენად მნიშვნელოვანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა საკუთარი აზრი დააფიქსირეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, ამ დღის სიმბოლო ფერადი წინდები მოირგეს და ცნობიერება აიმაღლეს.