წყალტუბოს N1 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ საინფორმაციო პრეზენტაციები მოამზადეს
25-03-2024
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აქტივობები მიეძღვნა.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, მე-10 კლასის მოსწავლებმა პრეზენტაციები მოამზადეს შემდეგ თემაზე: რა არის დაუნის სინდრომი, რა სიმპტომები ახასიათებს დაუნის სინდრომს, რით არის გამოწვეული?, რამდენად ხშირია? და როგორ ხდება მისი დიაგნოსტირება? და სინდრომის შესახებ არსებული სტერეოტიპები დაამსხვრიეს. 

პრეზენტაციები მზია მუკბანიანმა, ქრისტინა უგულავამ, მარიამ ქაშიბაძემ და ლიზი დვალიშვილმა წარადგინეს. 

აქტივობის ორგანიზატორი ბიოლოგიის მასწავლებელი ნანა ლობჯანიძე იყო. პრეზენტაციას ქიმიის მასწავლებელი და ეკოკლუბის ხელმძღვანელი - თათია ივანეიშვილი ესწრებოდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203