სიღნაღის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა პოეზიის მსოფლიო დღე აღნიშნეს
26-03-2024
ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლაში ნიჭიერი, შემოქმედებითი, მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ ღონისძიებასა თუ პროექტში ერთვებიან.

ამჯერად სკოლაში პოეზიის მსოფლიო დღე აღინიშნა. თარიღთან დაკავშირებით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები UNESCO-ს ინიცირებულ კამპანიაში - „აჩუქე ლექსი“ (Gift a Poem) ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ ლექსსა და მის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. გარდა ამისა, საკუთარი შეხედულება ფურცელზეც ჩამოაყალიბეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კამპანიის მიზანი იყო მოსწავლეებს აზრი და მდგომრეობა გამოეხატათ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203