ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა მიეძღვნა
25-03-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, ლოზუნგის - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ გაერთიანდნენ. გაიმართა შემეცნებითი საუბარი. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებისთვის დაუნის სინდრომის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

მოსწავლე-მასწავლებლებმა დაუნის სინდრომის შესახებ არსეული მითები ერთად დაამსხვიერს. 

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203