სიღნაღის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს საპატიო სტუმრებს უმასპინძლეს
25-03-2024
ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს სკოლაში მუნიციპალიტეტის მერ - მალხაზ ბეგიაშვილს, მერის მოადგილე - გოჩა ვარდიაშვილს, საკრებულოს თავმჯდომარე - დავით ჯანიკაშვილსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს - ლია ბეჟაშვილს უმასპინძლეს.
საპატიო სტუმრებმა მოსწავლეები დაასაჩუქრეს, რითაც ძალიან გაახარეს. მათმა ვიზიტმა წარმატებით ჩაიარა.
აღსანიშნვია, რომ სკოლაში თითოეული მოსწავლის განვითარებაზე, მოტივირებასა და წარმატებულ მომავალზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.