ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლის - თორნიკე ტორაძის ბრწყინვალე სპორტული წარმატება 
25-03-2024
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ და სპორტს აქტიურად მისდევენ. 

ერთ-ერთი მათგანი პედაგოგ ირინა ჭეიშვილის სადამრიგებლო - მე-12 კლასის მოსწავლე თორნიკე ტორაძეა. ის იმ 26 ქართველ მორაგბეს შორისაა, რომლებიც, როგორც საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრები, იტალიის ქალაქ პარმაში 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ ტურნირში საქართველოს 18 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრები პირველად მონაწილეობს. უმცროსი „ბორჯღალოსნები“ პირველ მატჩს 30 მარტს შოტლანდიასთან გამართავენ, 3 აპრილს - საფრანგეთს, 7 აპრილს კი ინგლისს დაუპირისპირდებიან. ფესტივალში სულ რვა გუნდი მონაწილეობს.

ქართველმა მორაგბეებმა მზადება 19 თებერვალს ქუთაისში დაიწყეს, პარმაში გამგზავრებამდე კი, 26 მარტს, ისინი „ლიონის“ 18-წლამდელთა გუნდთან ითამაშებენ.

საქართველოს ნაკრებს 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატებში ექვსი ერის გუნდებთან თამაშის გამოცდილება აქვს - 2012-2015 წლებში ახალგაზრდა ქართველი მორაგბეები ამ თამაშებში მონაწილეობდნენ, 18-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული კი 2018 წლიდან ზედიზედ ხუთჯერ მოიპოვეს.

„წარმატებებს ვუსურვებთ თორნიკესა და „უმცროს ბორჯღალოსნებს“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203