ბენარის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სპეციალური მასწავლებლის ხელმძღვანელობით, ღონისძიება გაიმართა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მიმართულებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.
ამჯერად, სპეციალური მასწავლებლის თამარ ჩომახიძის ხელმძღვანელობით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. მასში როგორც 1-ელი - მე-8 კლასის მოსწავლეები, ასევე პედაგოგები და სკოლის ექთანი მონაწილეობდნენ.
მათ ამ დღის მნიშვნელობასა და ზოგადად, დაუნის სინდრომზე ისაუბრეს. მოსწავლეებმა ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიება იმართება, მათ შორის საქართველოში, ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებებისა და უფლებების დაცვა და მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
იხილეთ ფოტოები: