
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბენარის საჯარო სკოლაში, ბიოლოგიის მასწავლებლის - ნინო ფორჩხიძის ხელმძღვანელობით მე-7, მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა, ცნობიერების ამაღლების მიზნით, დაამზადეს პლაკატი, რომელზეც სრულად არის ასახული დაუნის სინდრომის კარიოტიპი.
აქტივობის გზავნილი იყო - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
იხილეთ ფოტოები: