
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა წინსვლას დირექცია საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს.
ამჯერად სკოლაში, იესავ აბდელანის მორიგ სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ახალი პროექტის - „მილიონი ლარი პირად მწვრთნელებს“ ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებები გრძელდება. პირველი სარეიტინგო ტურნირის ჩემპიონ-პრიზიორები 2012-2013 წლებში დაბადებულ ძიუდოისტებს შორის უკვე გამოვლინდა.
30 კგ წონით კატეგორიაში ისაევ აბდელანი დაწინაურდა და ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა.
„გილოცავთ, ჩემპიონოო!“- ამ სიტყვებით მიმართავენ სკოლაში მოსწავლეს და მას გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.
იხილეთ ფოტოები: