ლატალის საჯარო სკოლის მოსწავლის - გიორგი წერედიანის სპორტული წარმატება 
25-03-2024

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლა ამაყია გაგვიაზიაროს მოსწავლის, გიორგი წერედიანის სპორტული წარმატება. 

გიორგი, 2010 - 2011 წლებში დაბადებულ მოსწავლეთა შორის ძიუდოში, საქართველოს პირველობაზე ასპარეზობდა. შეჯიბრება 23-25 თებერვალს გაიმართა. 

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრებაში მესტიის მუნიციპალიტეტის ნაკრები გუნდი მონაწიელობდა, რომელიც 6 მონაწილისგან იყო დაკომპლექტებული, წარმატებული გამოსვლით კი, ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა. 

გიორგიმ კი, 46კგ. წონით კატეგორიაში დაიკავა პირველი ადგილი და გახდა საქართველოს ნაკრების წევრი. 

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მას წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ გიორგის და მის მწვრთლნელს- ლატალის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელ ზურაბ წერედიანს ამ დიდ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203