ლატალის საჯარო სკოლის დირექტორმა მოსწავლეები სპორტში მიღწეული წარმატებისთვის დაასაჩუქრა
25-03-2024

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა ინტერესებსა და მიღწევებზე აისახება.

მოსწავლეთა წარმატებები კი სკოლაში წახალისებულია. 

ახლახან, ლატალის საჯარო სკოლის დირექტორმა - ციოყ წერედიანმა გიორგი წერედიანს, კვირიკე გირგვლიანს, ნიკოლოზ ფირცხელანს და იესავ აბდელანს სპორტში მიღწეული წარმატებებოსთვის სიმბოლური საჩუქრები გადასცა 

„ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით და გვჯერა, რომ კიდევ ბევრჯერ გვასახელებენ“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა გულმხურვალე გულშემატკივრობას აგრძელებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203