სორმონის საჯარო სკოლის მოსწავლეთა π რიცხვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საინტერესო აქტივობები
22-03-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლაში π რიცხვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა. ამ დღისადმი მიძღვნილ აქტივობებში V-IX კლასების მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

ბავშვებმა რიცხვის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს.

„პატარებმა π რიცხვს მიუძღვნეს სიმღერები და ლექსები. მოსწავლეებმა და პედაგოგებმა პრაქტიკული სამუშაოც წარმატებით შეასრულეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აქტივობები მოსწავლეთათვის საინტერესო და სახალისო იყო.

„განხორციელებულმა პროექტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა მათემატიკის სილამაზე“, - გვეუბნებიან სკოლაში.

სკოლაში მათემატიკის პედაგოგებს და მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებენ.

14 მარტი π რიცხვის საერთაშორისო დღეა. ეს დღესასწაული ამერიკელმა ფიზიკოსმა ლარი შოუმ შემოიღო 1987 წელს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203