საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები მათემატიკის ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
27-03-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში არაფორმალური განათლების პროექტებში მოსწავლეთა ჩართულობა წახალისებულია. შესაბამისად, მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში, სადაც წარმატებას აღწევენ.

ახლახან, გიმნაზიის დაწყებითი კლასის მოსწავლეები „ევერესტის“ მათემატიკის ოლიმპიადის ოქროს ტურში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. მოსწავლეებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. 

IV კლასი მოსწავლე ლუკა თურაზაშვილი (დამრიგებელი თინათინ ბლიაძე) ვერცხლის სიგელით დაჯილდოვდა. ასევე  ოქროს ტურში წარმატებით მონაწილეობისთვის სერტიფიკატი გადაეცა გიორგი შერმადინს. 

სერტიფიკატი ასევე, IV კლასის მოსწავლე მეჰრბოდ ნოროუზის (დამრიგებელი ქეთევან მოსულიშვილი)​ მიენიჭა. 

გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა - მირიან სამხარაძემ დალოცა გიმნაზიის მოსწავლეები და უსურვა მათ ულევი წარმატება ცხოვრებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203