ქუთაისის N29 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე საგანმანათლებლო აქტივობებით აღინიშნა
22-03-2024

ქუთაისის N29 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა. 

სკოლაში, საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობები ჩატარდა, რომლებშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმითა და ინტერესით ჩაერთნენ.

სკოლის მასწავლებლებმა, სპეცმასწავლებლების ჩართულობით, 21 მარტს სასკოლო საზოგადოებას ამ დღესთან დაკავშირებული ინფორმაციები მიაწოდეს, რომელთა მთავარი გზავნილია: „ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები“ - ნაკლები დისკრიმინაცია და მეტი ცნობადობა!

აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ. 

ეს დღე საინტერესო და ინფორმაციული იყო თითოეული მოსწავლისთვის.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა.მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203