
9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში ტყის მსოფლიო დღე აღინიშნა.
„აღვნიშნოთ ტყეების მსოფლიო დღე!“ - ამ მოტივით, სკოლა საერთაშორისო კამპანიას შეუერთდა და მოსწავლეებმა ამ დღეს ინფორმაციული ღონისძიება მიუძღვნეს.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ დღევანდელი დღე მსოფლიო ტყეების საოცარ სილამაზესა და სასიცოცხლო მნიშვნელობას აღნიშნავს, დედამიწის ეს მწვანე ფილტვები ჟანგბადითა და ბიომრავალფეროვნებით გვანებივრებს და ფაუნის უთვალავი სახეობის თავშესაფარია.
ღონისძიებაზე, ასევე აღინიშნა, რომ საქართველოში ტყის მასივს ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 44% უჭირავს და შავი ზღვის სუბტროპიკული ზონიდან ალპურ მდელოებამდე ვრცელდება.
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში სხვადასხვა სახეობის ნერგები, ასევე, ალგეთ- ხეობის უნიკალური ტყის მასივის სანერგე ხეები ჩაყარეს.
„გავერთიანდეთ ჩვენი ტყეების დაცვისა და შენარჩუნებისთვის! „დაზოგე ტყე“, „ECOGeorgia“, „Ecovisio მარაბდის სკოლა“,- ასეთი გახლდათ მოსწავლეთა გზავნილები.
იხილეთ ფოტოები: