„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ - მუჟალის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს საგანმანათლებლო შეხვედრა მიეძღვნა
22-03-2024

რევაზ მარგიანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟალის საჯარო სკოლა 21 მარტს გამოეხმაურა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს, რომლის მიზანია მხარი დაუჭიროს ამ ადამიანთა ღირსებებისა და უფლებების დაცვას.

მოსწავლე-მასწავლებლები გაერთიანდნენ სლოგანის - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ გარშემო და ერთობლივად ჩაატარეს საგანმანათლებლო შეხვედრა. 

მოსწავლეებმა, დღის არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს, გაიაზრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება, რომ მეტად ტოლერანტული გარემო შეიქმნას. 

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203