„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ - ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი
22-03-2024

ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სწორედ ამიტომ, სკოლა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნას აქტიურად შეუერთდა. სკოლაში, ცნობიერების ასამაღლებელი საინტერესო აქტივობები ჩატარდა, რომელშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ.

ამ დღეს მოსწავლეები სლოგანის - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ გარშემო გაერთიანდნენ და თემატური პლაკატები შექმნეს.

მათ კიდევ ერთხელ ისაუბრეს ამ დღის შესახებ და მოძიებული ინფორმაციები ერთმანეთს გაუზიარეს.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა.მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203