„ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატებაა მოსწავლეებს დავეხმარო იპოვნონ საკუთარი მისწრაფებები“ - კოხტის საჯარო სკოლის მასწავლებელი სოფიკო საგინაძე
22-03-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლის ქიმია/ბიოლოგიის პედაგოგი სოფიკო საგინაძე შრომისმოყვარე, პროფესიონალი და საქმეზე შეყვარებული პიროვნებაა. ის მოსწავლეებს საკუთარი თავის აღმოჩენაში ყოველთვის ეხმარება და მათთვის რჩევებსაც არ იშურებს. მასწავლებელი მათ საინტერესო საგაკვეთილო პროცესს სთავაზობს, რომელშიც თითოეულ მოსწავლეს აქტიურად რთავს.

ემოციური, მზრუნველი, შრომისმოყვარე  - ასე ახასიათებენ ბავშვები საყვარელ პედაგოგს. 

 სოფიკო საგინაძე etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:                  

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- პუნქტუალური, ჰუმანური და თბილი.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- ყველა მოსწავლე გყავდეს საგაკვეთილო პროცესში ჩართული.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- მადლობა, ყოჩაღ ბავშვებო ძალიან კარგები და გონიერები ხართ.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- უფრო მეტს ვიმეცადინებდი.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- შრომისმოყვარე, ემოციური და მზრუნველი.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატება არის მოსწავლეებს დავეხმარო იპოვნონ საკუთარი მისწრაფებები, რისთვისაც არ ვზოგავ ენერგიას.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- განსაკუთრებით მაინტერესებდა საბუნებისმეტყველო საგნები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203