ნახახულევის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მასშტაბურ კამპანიას შეუერთდნენ 
22-03-2024
კონსტანტინე მეძველიას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახახულევის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა. 

ამჯერად, სასკოლო საზოგადოება დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს შეუერთდა. ამასთან დაკავშირებით, მოსწავლეები ინფორმაციას გაეცნენ, თემატური ნამუშევრები დაამზადეს და დღის სიმბოლო - ფერადი წინდები მოირგეს.

გარდა ამისა, თქვეს, რომ ისინი ქრომოსომებს არ ითვლიან და ყველას მიმართ სოლიდარულები იქნებიან. მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და საინტერესოდ ისაუბრეს.

იხილეთ ფოტო და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203