შაუმიანის N2 სკოლის მოსწავლეებისთვის დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
22-03-2024
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N2 საჯარო სკოლის პროფესიონალი მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო, ცოდნის გაღრმავებასა და სხვადასხვა მიმართულებით, ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, პედაგოგ თეონა ცაგარეიშვილის ხელმძღვანალობით, Vბ კლასის მოსწავლეები დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს შეუერთდნენ. მან მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა, ამ დღის მნიშვნელობასა და ზოგადად, დაუნის სინდრომზე ესაუბრა. 

აღსანიშნავია, რომ მოსავლეები თემით ძალიან დაინტერესდნენ, ცოდნა გაიღრმავეს და გზავნილი - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ გააჟღერეს. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203