სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამოქალაქო განათლების კონკურსში მონაწილეობამ თავდაჯერება შემატათ
29-05-2018
სავანეთის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ნურიდა ბაირამოვა და მეათე კლასის მოსწავლე ლამია გუსეინოვა პედაგოგების - ლამზირა ოსეფაშვილის და ამაია ფატულაევას ხელმძღვანელობით არასამთავრობო ორგანიზაცია „არსიანის“ სამოქალაქო განათლების კონკურსში - „დამოუკიდებლობა თავისუფლებისათვის“ მონაწილეობდნენ. კონკურსი თამარ მეფის სახელობის სკოლა-პანსიონში გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა შეძლებისდაგვარად მოახერხეს არგუმენტირებული ესეს წერა, ტესტების შემოხაზვა და ღია კითხვებზე პასუხი.
„ამგვარ კონკურსებში მონაწილეობა მოსწავლეებს თავდაჯერებულობას მატებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები