„ფიზიკოსი ქალი მეცნიერები“- გორისისა და ჭალის საჯარო სკოლების თანამშრომლობით საინტერესო ღონისძიება გაიმართა
22-03-2024
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისისა და ჭალის საჯარო სკოლებში სასწავლო წელი საინტერესოდ და ნაყოფიერად მიმდინარეობს.
ამჯერად, გორისის საჯარო სკოლაში აღნიშნულ სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობით, ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ფიზიკოსი ქალი მეცნიერები“ გაიმართა.
სკოლაში გვიყვებიან, რომ ღონისძიება ეხმიანებოდა როგორც ქალის შესაძლებლობების მიმართ ჩამოყალიბებულ სტერეოტიპებს, ასევე ფიზიკის, როგორც მეცნიერების უდიდეს მნიშვნელობასა და მის პოპულარიზაციას, რაც მოსწავლეთა მამოტივირებელია.
ღონისძიების ორგანიზებისათვის სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ფიზიკის პედაგოგებს ნაირა ჭიტაძესა და ანუკი ნასარიძეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს