გეგუთის N2 საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველ დღესასწაულებს შემოქმედებითი ღონისძიება მიეძღვნა
22-03-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლაში, გაზაფხულის დღესასწაულებს შემოქმედებითი სახის ღონისძიება მიეძღვნა. 

აღნიშნული ღონისძიებებით მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას დედის და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს. ზეიმზე მათ იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

აქტივობებში მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203