ზინობიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე გარემოსდაცვითი აქტივობებით აღნიშნეს
22-03-2024

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოს მოფრთხილებასა და მასზე ზრუნვას ასწავლიან.

სწორედ ამიტომ, სკოლის V-VI-VII-VIII- IX კლასების მოსწავლეებმა, გეოგრაფიის მასწავლებლის -  შორენა შიშმანაშვილისა და ბიოლოგიის პედაგოგის - ლუიზა ბერიკაშვილის ხელმძღვანელობით, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

ამ დღის ძირითადი მიზანი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, იყო მოსწავლეების ინფორმირება სასმელი წყლის რესურსებისა და მისი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის შესახებ.

მოსწავლეებმა მოამზადეს თემატური პრეზენტაცია -  „წყალი ყველაზე უჩვეულო, იდუმალი სითხეა“  ამის შემდეგ კი დაასუფთავეს სოფლის მიმდებარედ არსებული წყალსაცავის სანაპირო ზოლი.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ეკოცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203