მერისის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობები მოეწყო
22-03-2024

ფრიდონ თურმანიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.

ამ დღეს სკოლაში საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ. მათ დაუნის სინდრომის შესახებ ისაუბრეს და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები დაამსხვრიეს.

მოსწავლეებმა ასევე თემატური პლაკატი შექმნეს და ხელები ფერადი საღებავებით, სიმბოლურად შეიღებეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა.მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203