რუსთავის N16 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 1-ელი სასწავლო წლის დასრულება იზეიმეს
29-05-2018
რუსთავის N16 საჯარო სკოლაში 1-ელი კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება - „ანაბანის გაცილება“ გამართეს. სკოლის აღსაზრდელებმა ლექსები წაიკითხეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს.
ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა პირველკლასელებს საანბანო პერიოდის წარმატებით დასრულება მიულოცეს.